“The most beautiful in the world is, of course, the world itself.”

tbilisi

tbilisi

დედაქალაქი თბილისი Tbilisi Collage (2010).jpg დროშა გერბი Flag of Tbilisi.svg Tbilisi City Seal.svg ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო შიდა დაყოფა გლდანის რაიონი, დიდუბე, ვაკის რაიონი, ისნის რაიონი, კრწანისის რაიონი, მთაწმინდის რაიონი, ნაძალადევის რაიონი, საბურთალოს რაიონი, სამგორის რაიონი და ჩუღურეთის რაიონი კოორდინატები 41°43′00″ ჩ. გ. 44°47′00″ ა. გ. მერი კახა კალაძე დაარსდა 479 პირველი ხსენება V საუკუნე ადრეული სახელები ტფილისი, ტიფლისი ფართობი 720 კმ² ცენტრის სიმაღლე 770 მეტრი ოფიციალური ენა ქართული ენა მოსახლეობა 1,118,035 (2014) სიმჭიდროვე 3 194,38 კაცი/კმ² სასაათო სარტყელი UTC+04:00 სატელეფონო კოდი 32 საფოსტო ინდექსი 0100–0150 ოფიციალური საიტი http://www.tbilisi.gov.ge/ ქალაქის რუკა თბილისის ადმ. რუკა თბილისი — საქართველოთბილისი თბილისი ვიკისაწყობში თბილისი (1936 წლის 17 აგვისტომდე ტფილისი[1][2]) — საქართველოს დედაქალაქი; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს[3] და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისი იყო გახმაურებული ვარდების რევოლუციის ეპიცენტრი, რომელიც ქალაქის თავისუფლების მოედანსა და მის შემოგარენში მოხდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების გამო, და რომელსაც შედეგად იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა.

Currency

AMD
1000
AMD
5.4959
Down 0.0013
EUR
1
EUR
3.0352
Up 0.0132
USD
1
USD
2.6655
Down 0.0001
GBP
1
GBP
3.3719
Up 0.0106
Currency update date 19-12-2018

Weather

img Sokhumi 7 - 16 °C
img Telavi 2 - 6 °C
img Batumi 12 - 16 °C
img Kutaisi 8 - 14 °C
img Tbilisi 1 - 6 °C